პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების აღწერისას განაცხადა, რომ ზამთარში საომარი მოქმედებები შენელდა, რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება, მაგრამ ეს არ გამოუვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთით, მაგრამ უკრაინელები მტკიცედ დგანან და იცავენ საკუთარ მიწებს, რაც შეეხება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, სიტუაციას აკვირდებიან
"ზამთარში ომი მართლაც ნელდება. არის გასაგები გარემოებები და გასაგები მიზეზები. იღლება ყველა: ბუნებაც, ხალხიც და მადლობა ღმერთს, მტერიც. ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთით, მაგრამ უკრაინელები მტკიცედ ვდგავართ", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 17 იანვარს პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა, სადაც მან მშვიდობის უკრაინული ფორმულა წარადგინა .
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press